პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines - ის, Capital Airlines - ის და Sichuan Airlines - ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პოპულარული მიმართულებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე - კერძოდ, დღეისათვის საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი - ურუმჩის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე ასრულებს. შემოდგომაზე საქართველოს ავიაბაზარზე Air China შემოვა, რომელიც ურუმჩის გარდა, ფრენების განხორციელებას პეკინი - თბილისის მიმართულებითაც გეგმავს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია, რომ ფრენები ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც განხორციელდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროშიც. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის შემოღებამ და პირდაპირი ავიარეისების სიხშირის ზრდამ გაზარდა ქვეყანაში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები. მისი თქმით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში 555 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს, უფრო მასშტაბური ტურისტული აქტივობები გამართოს ჩინეთის მეტ ქალაქში, რათა ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობა გაიზარდოს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა