საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე. განხილულ იქნა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ. დავით გამყრელიძე, ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა