დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარში დენომინირებული სესხები გაიაფდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაძვირდა - სტატისტიკა 

ლარში დენომინირებული სესხები გაიაფდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაძვირდა - სტატისტიკა 

25-01-2024 17:00:00

2023 წლის ბოლოსთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.94%-ი შეადგინა, რაც თვიურ ჭრილში და წლიურ ჭრილში კლებას აფიქსირებს. როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის დეკემბერში  სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.69%-ის დონეზე იყო, ხოლო 2022 წლის დეკემბერში 13.14%-ის დონეზე. 

დეკემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 15.32%-ი იყო, რაც თვიურ და წლიურ ჭრილში შემცირებული საპროცენტო მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად დეკემბერში იურიდიულ პირებზე ლარში გაცემული სესხების საპროცენტო მაჩვენებელი 12.94%-ის დონეზე იყო, ხოლო ფიზიკური პირების 17.23%-ის. 

რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს დეკემბერში მათი საპროცენტო განაკვეთი 9.01%-ი იყო, რაც თვიურ და წლიურ ჭრილში ზრდას აჩვენებს. 

უცხოური ვალუტით, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხების საპროცენტო განაკვეთი 9.52%-ი იყო, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი 7.31%-ის დონეზე იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები