დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს და წონასწორულ მაჩვენებელს უბრუნდება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს და წონასწორულ მაჩვენებელს უბრუნდება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

24-05-2024 10:13:00

ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს, ის უბრუნდება წონასწორულ მაჩვენებელს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღევანდელ გადაცემაშიც ლარის კურსის შესახებ ისაუბრა და ასევე, სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შეაფასა. 

„ლარის კურსი კვლავ მთავარი თემაა. როგორც Business Insider Georgia პროგნოზირებდა ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი კვირის წინ დავიწყეთ ამ თემაზე აქცენტირებული საუბარი, ვინაიდან იყო ჩვენი დაკვირვებით ფუნდამენტური ფაქტორების გარეშე არსებული ტურბულენცია და ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს. ის უბრუნდება წონასწორულ მაჩვენებელს, დაახლოებით იმ არეალში რა არეალშიც იყო იმ ხელოვნურად ინსპირირებულ ტურბულენციამდე დაფიქსირებული. ბუნებრივია რამდენიმე ფაქტორი იყო, რამაც წონასწორობისკენ მოძრაობა უზრუნველყო, მათ შორის იყო სებ-ის გადაწყვეტილება რეზერვის სწორ მიწოდებასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ჩვენ ვპროგნოზირებდით სებ-ის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სებ-ი შეამცირებდა, მინიმუმ არ შეცვლიდა რეფინანსირების განაკვეთს. სებ-მა საბოლოოდ სწორედაც, რომ შეამცირა განაკვეთი, მცირედით მაგრამ მაინც. რამაც 180 ათასზე მეტ მსესხებელზე, რომელთაც ეროვნულ ვალუტაში ჰქონდათ სესხი, სესხის შეუმცირა. 

რეფინანსირების განაკვეთი გავლენას და ეფექტს ახდენს იმ ადამიანებზე, რომელთაც ლარში აქვთ სესხი და ის თავდაპირველადვე რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. არსებული პროგნოზით და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებით, შემდგომ პერიოდშიც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება უნდა გაგრძელდეს. სებ-ი ამ პოლიტიკას განაგრძობს, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაანონსებული. ფრთხილობს და 0,25%-იანი შემცირებაც სწორედ ამ სიფრთხილეზე მეტყველებს, თუმცა ცხადია შერბილების პოლიტიკა გრძელდება. თუ ტრენდში ვითარებას დავაკვირდებით, არანაირი საფუძველი კურსთან დაკავშირებით არ არსებობს. პანიკის საფუძველი, რომ იყოს და ეს, რომ ფუნდამენტური საფუძვლებით ყოფილიყო გამოწვეული, ბუნებრივია ბანკი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი პანიკური და აპოკალიფსური პროგნოზი კეთდება, რითაც ძირითადად ფიზიკური პირები ზარალდებიან. 

თურქეთში, სადაც ინფლაციის მაღალი რისკი იყო, არის რეფინანსირების გამკაცრებისკენ მიდრეკილი პოლიტიკა, ხოლო რაც შეეხება ევროზონაში და აშშ-ში სიმკაცრე არის შენარჩუნებული. ზრდის ტენდენცია არ არის, მაგრამ კონსერვატიული პოლიტიკა შენარჩუნებულია. რუსეთის შემთხვევაში კვლავ ზრდის ტენდენციაა.

თუ დავაკვირდებით განაკვეთის გავლენას სესხებზე, ის გავლენას ახდებს ეროვნულ ვალუტაში არსებულ სესხებზე და ბუნებრივია, რომ სესხების საპროცენტო განაკვეთი იწყებს შემცირებას. ჩემი სუბიექტური აზრით, რომ არა ის აჟიოტაჟური ვითარება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, სესხებზე პროცენტი კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა. ამ ვითარებამ გარკვეული ტიპის ეფექტი იქონია. 

რა ეფექტს ახდენს ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირება? თუ ავიღებთ სესხების საერთო მოცულობას, ჯამში ვხედავთ, რომ სესხების ზრდის მაჩვენებელი დაკავშირებულია ლარში სესხების ზრდასთან. ანუ სახეზეა სტიმულირება. როდესაც იაფდება სესხი ეს გავლენას ახდენს მოთხოვნაზე.

ყოველთვის არს კითხვა, თუ რა მოუვა ლარის კურსს და როგორ მოხდება მიწოდება. მინდა აღარავინო, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამდე საქმიან წრეებში იყო საუბარი, რომ რეფინანსირების განაკვეთი თუ შემცირდება ან გაიზრდება რა მოუვა კურსს. განაკვეთი შემცირდა, კურსი წონასწორულ მაჩვენებელს უბრუნდება, ანუ აჟიოტაჟური ნაწილი ქრება და იმედი მაქვს, რომ ხელოვნური პანიკა შემდგომ გავლენას ვეღარ იქონიებს კურსზე. 

 

არის მოსაზრება, კურსი საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად მტკივნეულია, როცა ის ფაქტობრივ მაჩვენებელში შეიძლება ინფლაციურ მაჩვენებელში გადაიზარდოს. არანაირი რისკი ინფლაციურ პროცესი გადაზრდის არ არსებობს, წონასწორული მაჩვენებლისთვის კურსს ჯერ კიდევ არ მიუღწევია, რაც უნდა იყოს. მთლიანობაში თუ ინფლაციის მაჩვენებელს დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივის ფარგლებშია, ყველაზე მაღალი იმპორტირებული ინფლაციაა. შედარებით დაბალია ადგილობრივი ინფლაციის კომპონენტი, კიდევ უფრო დაბალია შერეული მაჩვენებელი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, ამ შემხვევში ინფლაციური რისკების გადმოცემის რისკი მცირდება.

თუ შევხაროდეთ ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებთან ინფლაციის მაჩვენებლებს, საბედნიეროდ ტენდენცია არის ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება. ჩვენთვის მთავარი იყო თურქეთში ინფლაციის კლება, რადგანაც თურქეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია და ამ შემთხვევაში გადმოცემის რისკის შემცირება იყო მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, როცა ღია ეკონომიკა ხარ, არ ხარ შენს თავზე დამოკიდებული.

სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლებში იქნება, ჯამურად ტენდენციაა, რომ ინფლაცია 2027 წლისთვის მიზნობრივის ფარგლებში უნდა იყოს. 

ბაზრისადმი ნდობა გაზრდილია, მთლიან დანაზოგების და ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია. ბუნებრივია ორივე მაჩვენებელი უზრუნველყოფს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არის ბაზრის ნდობის კიდევ ერთი გამოხატულება.

2024 წლისთვის მშპ-ს ზრდის თავდაპირველი ვერსია 5%-იანი ზრდის მაჩვენებელი დაკორექტირდა და არის 5,6%-იანი ზრდა. ანუ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი, ასეთია საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის ჩვენი GFM-ის მოდელირებული პროგნოზის გათვლაც“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 


მსგავსი სიახლეები