დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარი წონასწორობისკენ სვლას განაგრძობს და მიმდინარე კვირის განმავლობაში გამყარდება - გიორგი აბაშიშვილი

ლარი წონასწორობისკენ სვლას განაგრძობს და მიმდინარე კვირის განმავლობაში გამყარდება - გიორგი აბაშიშვილი

20-05-2024 10:08:00

 Business Insider Georgia-ს პროგნოზი გამართლდა და ლარის კურსი გამყარდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც ლარის კურსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება გაგრძელდება. 

„ჩვენი მთავარ თემა რა თქმა უნდა ლარის კურსია. მინდა აღვნიშნო, რომ პარასკევის Business Insider Georgia-ს რუბრიკის პროგნოზი გამართლდა. თუმცა მაშინაც Business Insider Georgia ფაქტებს ეყრდნობოდა და ლარის კურსი გამყარდა. გამყარება მოხდა არა მხოლოდ სავალუტო ჯიხურებში არამედ სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსი, პარასკევს საღამოს გამყარების მიმართულებით დაფიქსირდა. რაც კიდეც ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან როდესაც ფუნდამენტური ნაწილი ლარის კურსზე არ ზემოქმედებს, პანიკური ნაწილი არ შეიძლებოდა, რომ დიდხანს გაგრძელებულიყო.

როდესაც ლარის კურსს ვუყურებთ, საბაზისო სცენარის მიხედვით, არამხოლოდ ახლა, არამედ 2 წლის განმავლობაში, სხვა თანაბარ პირობებში, თუ ფუნდამენტური ფაქტორები არ შეიცვალა, რისი პირობებიც არ არის, ლარის კურსი იმერყევებს იმ წონასწორულ მაჩვენებელზე, რომელიც იყო ამ პანიკამდე. ეს არის 2,70 (პლიუს-მინუს)  2 პუნქტიანი მაჩვენებელი. 

იყო ბევრი კითხვა თუ რა მოუვა ფასებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში მომდევნო 2 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე იქნება. ანუ რაიმე დრამატულ ინფლაციის მაჩვენებელს ჩვენ არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ლარში სესხების ნაწილს, ანუ რეფინანსირების განაკვეთს, ლარში სესხების პოტენციური გაიაფება საბაზისო სცენარით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველოში გაგრძელდება. ანუ ფაქტებზე დაყრდნობით რომ ვთქვათ, ლარის კურსის ვარდნას ვინმე, რომ ელოდებოდეს, არავინ არ გააკეთებდა პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ლარში შესაძლოა, სესხები გაიაფდეს. 

ლარი წონასწორობისკენ სვლას განაგრძობს, მინდა კიდევ ერთი პროგნოზი გავაკეთო, რომ ლარი მიმდინარე კვირის განმავლობაში გამყარდება  და წონასწორობისკენ სვლას დაიწყებს.  22 მაისს ველოდებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განახლებას. მოგეხსენებათ, აქამდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდებოდა, რაც ლარში სესხებს აიაფებდა. 22 მაისს ველოდებით ახალ შედეგებს. საერთო, ფართო ხედვიდან გამომდინარე კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, თუმცა ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მონეტარული კომიტეტის სხდომაზე.

წინასწარ ძნელია საუბარი, თუმცა მე ჩემის მხრივ თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ მინიმუმ არ არსებობს რისკი ზრდის, ანუ სესხების გაძვირების. ჩემი აზრით რეფინანსირების განაკვეთი მცირედით, მაგრამ შემცირების ტენდენციას მაინც გააგრძელებს. აქედან გამომდინარე პანიკის საფუძველი არ არსებობს და ვწუხვარ, რომ მოქალაქეებმა პანიკური შესყიდვებით ზარალი მიიღეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

რუბრიკის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, შუა დერეფანში საქართველოს როლი და მის დანიშნულება. 

„გადავიდეთ ჩვენს მეორე მთავარ თემაზე. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე. ძალიან ხშირად იყო საუბარი იმაზე, თუ რა სარგებელს ვიღებთ ჩვენ შუა დერეფნიდან. დღეს საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ნაწილი, რომ ტვირთები გადაადგილდეს აზიიდან ევროპის მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან კვლევას, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა გაიზრდება, ანუ გაიზრდება ვაჭრობა აზიასა და ევროპას შორის. მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ რეგიონის ქვეყნები, ხაზგასმულია საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.აღნიშნულია, რომ რეგიონის ქვეყნების ვაჭრობა, მათ შორის საქართველოს ვაჭრობა ევროკავშირთან 27%-ით გაიზრდება. სწორედ ეს სარგებელი შეიძლება მოიტანოს შუა დერეფნის სათანადოდ გააქტიურებამ რაც ჩვენს ხელშია და არამხოლოდ ჩვენს ხელში. 

თუ რა დრო დასჭირდება ტვირთების გადაადგილებას აღნიშნულ მიმართულებაზე, მსოფლიო ბანკის ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია დროის კორექტირება აღნიშნულ მიმართულებებზე. თუ დავაკვირდებით რკინიგზის კომპონენტს, როდესაც ჩვენ რკინიგზაზე ვსაუბრობთ არის დაკავშირებული სარკინიგზო გადაზიდვებთან.

ბუნებრივია, საქართველოში ტვირთების მოხვედრის შემთხვევაში შემდგომ დიდი დატვირთვა აქვს პორტების ნაწილს, მაგრამ რკინიგზა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ მიმართულებით. საქართველოში უკვე რკინიგზის ორ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, ერთი, რომელიც იყო ე.წ. ტრადიციული ნაწილი და მეორე ბატო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

საქართველოს რკინიგზა სრულად ამზადებს ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ შუა დერეფნის გაზრდილ მოთხოვნებს უპასუხოს და ბუნებრივია სრულად შეასრულოს იმ ხიდის როლი, რომელიც არის აზიისა და ევროპის მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ნაწილში.საქართველოს ნაწილს ხაზი გაესვა რამდენიმე დღის უკან აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ შეხვედრას თბილისში, საქართველოს როლს ასევე ხაზი გაესვა ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის შეხვედრაზე, რომელიც ერევანში გაიმართა“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები