პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდაა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგალითზე მგზავრნაკადის ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-ს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ის მაჩვენებლები რაც ქვეყანას ტულუზის მიმართულებით დღეს აქვს ქვეყნისადმი მაღალ ინტერესს ნიშნავს.
„დღეს ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, როგორიცაა ტურიზმისა და საჰაერო მგზავრთნაკადის სტატისტიკა. იყო არაერთი სპეკულაცია ტურისტების და მგზავრთნაკადის შემცირებაზე, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლები აბსოლუტურად სხვა შედეგს ასახავს.
2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-ს. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ტურისტების რაოდენობაა შემცირებული, მგზავრთნაკადი თურმე ქვეყანაში არ გაზრდილა.
არსებული ციფრები სულ სხვა ფაქტორებზე საუბრობს. ზოგადად ტურიზმი პირდაპირ პროპორციულია სხვადასხვა კუთხით შემოსავლების გენერირების და მთლიანად ეკონომიკის მდგრადობის თვალსაზრისით. მათ შორის ხაზი მინდა გავუსვა ვალუტის კურსის გამყარებას. დღეს ვხედავთ ვალუტის კურსის აჟიოტაჟური ქცევის შედეგად უკან იმ წონასწორულ მაჩვენებელზე დაბრუნების ფაქტს, რაც პანკურ ვითარებამდე იყო. რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორები? რა თქმა უნდა ამის განმაპირობებელი ფაქტორები არის ფუნდამენტური, რომელშიც ერთ-ერთი სწორედ უცხოელი ტურისტების მაჩვენებელია, რომლებიც შემოდიან საქართველოში და უცხოური ვალუტის წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ ვსარგებლობდით ჩვენ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები გაუფასურებაზე არ მოქმედებდა, პირიქით ფუნდამენტური ფაქტორები მიმართული იყო ლარის კურსის გამყარებისკენ.
თბილისთან ერთად საკმაოდ საინტერესო მაჩვენებლები გაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრნაკადის სტატისტიკასთან დაკავშირებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ივნისში 334 437 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 41%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან მიმართებაში კი 35%-ი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იყო 745 895 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 12%-ს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 104%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებლები გარკვეულწილად ქვეყნისადმი მაღალ ინტერესს ნიშნავს.
2024 წლის 6 თვეში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ცნობადობის გაზრდაში წვლილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმაც შეიტანა.
„აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოკივეთა ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში ევროპიდან ტურისტების ზრდის დინამიკას აჩვენებს, რაც უპირატესად უკავშირდება ამ ქვეყნებიდან საქართველოთი დაინტერესებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის ზრდა. ქვეყნის ცნობადობის ზრდაში ჩემი აზრით კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამ. სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ვგულისხმობ, სუბსიდირებულ ფრენებს საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან ხელსაყრელ ფასებში გერმანიაში გამგზავრება შეძლეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა