მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების ბაზარი წლიურ ჭრილში ზრდას, ხოლო წინა თვესთან შედარებით კლებას აჩვენებს.
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11,4%-ით გაიზარდა, ხოლო ივნისის მონაცემებთან შედარებით კი 1,5%-ით შემცირდა.
2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 869 362 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 7 958 144 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 493 095 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი აგვისტოს მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 2,1%-იან, ხოლო 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 9,6%-იან ზრდას აჩვენებს..
სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 50,7%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 29,8%-ს VISA.
2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 644 749 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,7%-ია, ხოლო 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 6,5%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19,5%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
უახლესი
16 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით