დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  AIRBUS 321neo-ს ბაზირება ნიშნავს 30 %-ით მეტ ტურისტს და მეტ გადაყვანილ მგზავრს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში AIRBUS 321neo-ს ბაზირება ნიშნავს 30 %-ით მეტ ტურისტს და მეტ გადაყვანილ მგზავრს

23-02-2023 20:48:21

მაროკოში მიმდინარე საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართვლოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მესამე ბაზირებული ხომალდთან და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებული ოპერირების დეტალები და საქართველოში ავიაკომპანიის შემდგომი გაფართოების დეტალები განიხილეს.

,,Wizz Air-თან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბაზირებული ხომალდით 5 ახალი მიმართულება AIRBUS 321neo შესრულდება, რომლის ტევადობა 239 მგზავრია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  AIRBUS 321neo-ს ბაზირება ნიშნავს 30 %-ით მეტ შემომყვან ტურისტს და მეტ გადაყვანილ მგზავრს. სწორედ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2023 წლიურ ჭრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს ველოდებით. ივნისიდან 5 მიმართულებით პირდაპირი რეისები უფრო დიდი ტევადობის და უახლესი საჰაერო ხომალდით შესრულდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანება 25 მდე შეხვედრას გამართავს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები