ქუთაისის აეროპორტში ზვიად ციკოლიას ბრენდული საათი დამონტაჟდა.
როგორც Business Insider Georgia-ს ბრენდის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ქუთაისის აეროპორტში ციკოლიას ბრენდის საათის მონტაჟი აეროპორტისა და დიზაინერის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა.
„ეს არის დიზაინერი ზვიად ციკოლიას და ქუთაისის აეროპორტის ერთობლივი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც 26 ივლისს შედგება“,- აცხადებენ „ციკოლიას“ კომპანიაში.
რაც შეეხება პროექტის სხვა დეტალებს, კომპანიაში არ საუბრობენ.
უახლესი