,,აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“ - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ქუთაისის დავითაღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციისაქციაში ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა დაპაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდება. ,,სისხლის ცენტრი“ მთელი საქართველოსმასშტაბით მოქმედებს და სისხლის კომპონენტებს 50-ზე მეტ ჰოსპიტალსა თუ კლინიკას აწვდის.
ჯანმრთელი ადამიანისათვის დონაცია სრულიად უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია , რომელიც 15 წუთი გრძელდება და დონორის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. პირიქით აძლიერებს იმუნურ სისტემასსისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებით. გარდა ამისა დონორს აქვს შესაძლებლობა მიიღოსმნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან დონაციისპარალელურად განისაზღვრება დონორის სისხლის ჯგუფი / რეზუსი და ჰემოგლობინის დონე , ხოლოდონაციის შემდეგ სისხლი მოწმდება 4 სახიფათო ინფექციაზე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია პერმანენტულად ერთვება უანგარო დონაციის აქციებში, სადაცთანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი გაიგონ ამ მნიშვნელოვან თემაზე და თავადაც გახდნენდონორები. გაღებული სისხლით ერთ დონორს მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.
უახლესი
32 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება