დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კურორტ „გოდერძიზე“ მდებარე Alliance Villa მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონზე მაღალ დატვირთულობას ელოდება

კურორტ „გოდერძიზე“ მდებარე Alliance Villa მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონზე მაღალ დატვირთულობას ელოდება

17-12-2024 11:00:00

კურორტ „გოდერძიზე“ მდებარე ალიანს ვილა • Alliance Villa, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონს გაცილებით მაღალი მოლოდინებით ხვდება.

როგორც Business Insider Georgia-ს Alliance Villa-ში განუცხადეს, სასტუმრო სტუმრებს ძირითადად Booking-com მეშვეობით იღებს, ხოლო სტუმრების ნაწილი Alliance Villa-ს ლოიალური მომხმარებლები არიან, რომლებიც განთავსების საშუალებას ყოველწლიურად სტუმრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ კურორტ “გოდერძიზე“ ზამთრის სათხილამურო სეზონი რამდენიმე დღის უკან გაიხსნა, როგორც  Alliance Villa-ში აცხადებენ, ამ დროისათვის ჯავშნები ძირითადად ადგილობრივი ბაზრიდან აქვთ, რასაც ხელს უწყობს სპეციალური შეთავაზება, რომელიც ამ ეტაპზე სასტუმროს გააჩნია.

„14 დეკემბერს სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნება!

ზამთრის ახალ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ალიანს ვილაში განსაკუთრებული, 3+1 შეთავაზება იმოქმედებს:

მხოლოდ 31 დეკემბრამდე, ესტუმრე ალპური ტიპის კურორტს, დაჯავშნე სამი ღამე და მიიღე მეოთხე საჩუქრად.

საუკეთესო გამოცდილებისთვის, ალიანს ვილაში კეთილმოწყობილი ნომრები, მყუდრო გარემო და თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაგხვდება“, - აღნიშნულია სასტუმროს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

გასული ზამთრის ტურისტული სეზონით Alliance Villa-ს მენეჯმენტი მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ წელს გაცილებით კარგი სეზონი იქნება და სასტუმროს მეტ სტუმარს მიიღებს. 

Alliance Villa 22 სასტუმრო ნომერზეა გათვლილი და მას ერთდროულად 55-60 სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროში რამდენიმე ტიპის ნომერია: 2 ადგილიანი სტანდარტული, 4 ადგილიანი დუპლექსი და 6 ადგილია დუპლექსი.

Alliance Villa-ს აქვს რესტორანი და ადგილზე გასართობად სტუმრებს შეუძლიათ ასევე სხვადასხვა ტიპის სამაგიდო გასართობი თამაშებითაც გაერთონ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები