დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კულინარიული ღირსშესანიშნაობა ყაზბეგში – გასტროლები რესტორან მაისში

კულინარიული ღირსშესანიშნაობა ყაზბეგში – გასტროლები რესტორან მაისში

05-10-2024 22:15:00

გიზიარებთ ბლოგს: ჰაიკინგის მოყვარულთათვის მთებით გარშემორტყმული ყაზბეგი გამორჩეული ადგილია, სადაც მოგზაურობა და ველურ ბუნებასთან შერწყმა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. გასტროლების ფარგლებში შეფი დიმიტრი რჩეულიშვილი ფიტნეს ინსტრუქტორ ნინიკუშკასთან ერთად სწორედ საქართველოს ამ კუთხეს ესტუმრა გასტრონომიული აღმაფრენისთვის.

როცა ყაზბეგის მიდამოების დალაშქვრას მორჩებით, გერგეტის სამების ეკლესიისკენ მიმავალი ბილიკის თავში საუცხოო ადგილი – „მაისი“ დაგხვდებათ. გასტროლების ამ ეპიზოდის მასპინძელი რესტორნის შეფი და სულის ჩამდგმელი, კატო ვაშაყმაძე იქნება, რომელმაც სტუმრებს დაუვიწყარი გამოცდილება შეუქმნა.

პირველი საავტორო რესტორანი ყაზბეგში თავდაპირველად სახლი იყო, სადაც მთის მოყვარულებს დასვენება და სუფთა ჰაერით ტკბობა შეეძლოთ. მოგვიანებით ამ სივრცემ ახალი კონცეფცია შეიძინა და ამიერიდან სტუმრებს გასტრონომიულ თავგადასავლებსაც სთავაზობს.

„ქართული გასტრონომიის შეთავაზებისთვის გადავწყვიტეთ, რომ ეს სფეროც დაგვემატებინა. მგონია, რომ გარემომ თავისით შექმნა ეს სივრცე“, – ამბობს კატო ვაშაყმაძე. რესტორანში სულ 8 მაგიდაა, ხოლო ღია ტიპის სამზარეულო სტუმრებს უფრო მეტად ანიჭებს სიმყუდროვის განცდას.

სტაბილური, თუმცა სეზონურად ცვალებადი მენიუ აერთიანებს ქართულ და სხვადასხვა კულტურის სამზარეულოს გემოებს. ღორის დაბრაწული მუცელი გოგრის თაშმიჯაბთან ერთად, გამარჯვებული კომბოსტო, კენკრის ფელამუში – ამ და სხვა კერძების დაგემოვნება ყაზბეგის შუაგულში შეგიძლიათ.

თუმცა „მაისის“ სავიზიტო ბარათი ხაჭოერბოა, რომელზეც ნინიკუშკა და დიმიტრი ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გემოების საოცარი თამაშია. კერძისთვის სპეციალურად თიანეთიდან ჩამოაქვთ დამბალხაჭო, რაც მას კიდევ უფრო შეუდარებელს ხდის.

რა თქმა უნდა, გასტროლების გასტრონომიული კულმინაცია ამით არ სრულდება და შეფი დიმიტრის და ნინიკუშკას ერთობლივი შეფასებების და რეაქციების ნახვა ახალ ეპიზოდში შეგიძლია.

გაითვალისწინე, რომ თუ 16 ოქტომბრამდე ყაზბეგში იმოგზაურებ, უკვე იცი, რომ გემრიელი საჭმლისა და მყუდრო გარემოს აღმოჩენა „მაისში“ შეგიძლია, სადაც PLUS ბარათით გადახდისას 30-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები