კრიტიკულად მძიმე რჩება მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები. ძაღლი ბაღდათიდან თბილისში გადაიყვანეს და კლინიკა "ვეტ-მედიში" რთული ოპერაცია ჩაუტარდა.
„მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმე რჩება. გაუკეთდა ოპერაცია, ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომა მოვაცილეთ სრულად და ახლა ველოდებით გამოფხიზლებას რათა შემდგომ შევაფასოთ მდგომარეობა, - ამის შესახებ Business Insuder Georgia-ს ვეტერინარული სამედიცინო ცენტრი ვეტ-მედის მთავარმა ექიმმა თინა კუხიანიძემ განუცხადა.
24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები.
შსს-მ მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით (ცხოველის წამება) გამოძიება დაიწყო, რაც პატიმრობით ისჯება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა