კრისტალი, ადგილობრივ საფინანსო-საბანკო სექტორთან ერთად, გლობალურ დონეზე დამკვიდრებულ ტრადიციას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა.
ღონისძიება, რომელიც ქუთაისში ჩატარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოსა და თბილისის საფონდო ბირჟების მხარდაჭერით გაიმართა.
ინიციატივა მიეძღვნა პროექტებს, რომლებიც საქართველოში კერძო კომპანიებმა ქალთა გაძლიერებისთვის განახორციელეს და არა მარტო კონკრეტული ქალების ცხოვრება გააუმჯობესეს, არამედ პოზიტიური ცვლილებების მაგალითებიც შექმნეს.
ღონისძიების ნაწილი პანელურ დისკუსიას “ქალთა გაძლიერება წარმატებული ბიზნესისთვის” დაეთმო. მეწარმე ქალებმა ყურადღება გაამახვილეს როლზე, რომელიც საფინანსო-საბანკო სექტორმა მათი საქმიანობების განვითარებაში შეასრულა.
დისკუსიაში მონაწილეობდა გორის ავტოსკოლა “რბოლას” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სოფიო გუდაძემაც მიიღო, რომელსაც საკუთარი ბიზნესის გაფართოებაში “კრისტალი” დაეხმარა.
სოფიომ იდეის რეალიზება გორში, ადგილობრივ კოლეჯში, მასწავლებლის პოზიციიდან დაიწყო. მოგვიანებით მან 15 კვ/მ ფართობის ოთახში ავტოსკოლა გახსნა და დროსთან ერთად, თეორიულ კურსს პრაქტიკული მართვის სწავლებაც დაამატა. საგულისხმოა, სოფიომ კრისტალის მხარდაჭერით მონიტორები, ლეპტოპები და სხვა საჭირო ტექნიკა შეიძინა და ახალი ფართი გაარემონტა, ასევე, პირველი სასწავლო ავტომობილი მან სწორედ “კრისტალის” დაფინანსებით განაბაჟა. გენდერული ობლიგაციების გამოშვების შემდეგ კი კომპანიამ მეწარმეს სასწავლო მოედნის მოწყობაც დაუფინანსა. შედეგად, სოფიომ ყველა კატეგორიის მოწმობის გასაცემად საჭირო ლიცენზია მიიღო.
25 მილიონი ლარის მოცულობის პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები “კრისტალმა”, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, 2023 წლის თებერვალში გამოუშვა. პროექტი არა მარტო ქვეყანაში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც პრეცედენტული იყო. მის სოციალურ მიზანს კი მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსება, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ “კრისტალი” საქართველოში პირველი იყო იმ პირველ 5 კომპანიას შორის, რომლებმაც 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს მოაწერეს ხელი. ქალთა გაძლიერება, მათი საქმიანობების განვითარების მხარდაჭერა, მეწარმე ქალების უნარებითა და ცოდნით ხელშეწყობა “კრისტალისთვის”, მირობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კვლავაც განაგრძობს.
უახლესი