დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KÖSTER - ინოვაცია და ხარისხი სამშენებლო ინდუსტრიაში

KÖSTER - ინოვაცია და ხარისხი სამშენებლო ინდუსტრიაში

28-03-2025 11:34:00

KÖSTER გერმანული ბრენდია, რომელიც წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანია 1982 წელს დაარსდა და აქვს 40 წლიანი გამოცდილება ჰიდროსაიზოლაციო სისტემის წარმოებაში. KÖSTER მსოფლიოს 28 ქვეყანაში აწარმოებს 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

KÖSTER მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო მასალების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რაც მოიცავს შენობის ყველა დეტალის, სახურავის, საძირკველის, აივნის, სამზარეულოს, გარე ფასადისა და სარდაფის ჰიდროიზოლაციას.

ბრენდის ისტორია:

KÖSTER- ის  ისტორია იწყება გერმანიაში.  გერმანიაში  შეიქმნა ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავდა წყალგაუმტარი სისტემებისა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების შექმნას. კოსტერი ადრეული ეტაპიდან ამახვილებდა ყურადღებას ინოვაციებსა და ხარისხზე, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და ბრენდმა დაიკავა წამყვანი პოზიცია საერთაშორისო ბაზარზე. KÖSTER- ის მისიაა შექმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდგრადია და უზრუნველყოფს შენობების სიმტკიცესა და უსაფრთხოებას.

KÖSTER დღეს წარმოდგენილია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ბრენდი იცნობს ადგილობრივ მოთხოვნებსა და ნორმებს და აწარმოებს მათ შესაბამის პროდუქტებს.

KÖSTER- ის პროდუქცია გორგიაში:

გორგიაში KÖSTER- ის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია, ჰიპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ:

ჰიდროიზოლაცია - ის  ზედაპირზე დატანის შემდეგ  ქმნის ელასტიურ ფენას. აქვს მაღალი წებვადობა ბეტონთან, აგურთან და სხვა სამშენებლო მასალებთან.

ჰიდროსაიზოლაციო ლენტი - გამოიყენება თხევად ჰიდროსაიზოლაციო მასალებთან ერთად. ის ელასტიურია და უძლებს დიდ დატვირთვას.

ჰიდროფიბიზატორი - ფასადის გამჭირვალე ჰიდროიზოლაცია, რომელიც გაშრობის შემდეგ უხილავია, აქვს ხანგრძლივი ეფექტი.

პოლიურეთანის გერმეტიკი - განკუთვნილია სხვადასხვა სახის ბზარების ამოსავსებად.

ბეტონის დანამატი -  უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაციას, ბეტონის მასას ხდის ელასტიურს და წყლის შეწოვას უშლის ხელს.

KÖSTER დღეს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია სამშენებლო ინდუსტრიაში, რომელიც გთავაზობთ თანამედროვე, ხარისხიან და საიმედო პროდუქტებს. კოსტერის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ GORGIA.GE- ზე და ახლა უკვე გორგიას აპლიკაციაშიც.

 

 

 

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები