დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ სებ-ის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ - ირაკლი კობახიძე

კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ სებ-ის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ - ირაკლი კობახიძე

19-06-2023 13:06:40

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ კანდიდატურები კონსულტაციების გარეშე დასახელდა.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იყო წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სტანდარტული პრაქტიკა შემდეგია - როდესაც 2 ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, წარდგენა სინუსირებს კონსულტაციებით, რაც დაირღვა ამ შემთხვევაში. ეს ერთი. და მეორე - ერთ-ერთ კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან - „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები