კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მორიგი მოკვლევა შესაძლოა, იანვარში დაიწყოს, - ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ გადაწყდა მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული არარეფერენტულ მედიაკმენტებზე მაღალი ფასნამატების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყება და მოკვლევა კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებაზე ჩატარდება.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კოორდინაციას და თანამშრომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ ეტაპზე ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტებზე, რომელიც არარეგულირებადი რეფერენტული ფასების ნაწილშია დარჩენილი. მაღალი ფასნამატების შესახებ, რომელიც არარეფერენტული მედიკამენტების ნაწილშია დარჩენილი. კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამჟამად ახდენს ამ მონაცემების დამუშავებას და დიდი ალბათობით, იანვარში მორიგ მოკვლევას დავიწყებთ, რომელიც აღნიშნული მედიკამენტების შემთხვევაში, მათი ჩამნაცვლებელების ბაზარზე გარკვეული კომპანიების მხრიდან დომინანტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამ დომინანტობის შესაძლო არასათანადო გამოყენებას, ამიტომ თუ კონკურენციის სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას მორიგი და შემდგომი მოკვლევის დაწყების თაობაზე გეცნობებათ“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა:
ლექვინაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაა ფიქსირდება, დამრღვევი კომპანიების მიმართ განსაზღვრულია 5%-მდე ჯარიმა იმ ბრუნვის, რომელიც მათ წინა ფინანსურ წელს უფიქსირდებოდათ.
„ეს კონკრეტული მოკვლევა მიმდინარეობდა შეთანხმებული ქმედების მიმართულებით, რაც დადასტურდა. თუ ქმედება განმეორდა, მაშინ ჯარიმა ორმაგდება და წინა ფუნანაუსრი წლის ბრუნვის 10%-ს შეადგენს“,- აღნიშნა ლექვინაძემ.
იგივე თემაზე:
კონკურენციის სააგენტომ, ოთხი ფარმაცევტული კომპანია ჯამში ₾53 მილიონით დააჯარიმა
უახლესი
5 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს6 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის