გვახსოვს პერიოდი, როდესაც საქართველოში 3-4 კომპანიის პირობებში ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება და ფასზე ზემოქმედება, თუმცა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების შემდგომ საქართველოში თანდათანობით გაჩნდა კიდევ უფრო მეტი კომპანია, რომელიც ამა თუ იმ სექტორში თავისუფლად საქმიანობს, ბაზარზე შემოსვლა და გასვლა არის თავისუფალი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენებიც მიმოიხილა.
„მინდა ჩემი და Business Insider Georgia-ს სახელით იმედის თითოეულ ჟურნალისტს, რომელთაც პროფესიულ საქმიანობაში სერიოზულად ეშლებათ ხელი სოლიდარობა გამოვუცხადო. და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სრულიად მიუღებელია ის პროცესები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებენ. და მით უმეტეს ევროკავშირის და „სამართლიანობის“ სახელით ასეთი უსამართლო მოპყრობა არის კატეგორიულად მიუღებელი.
ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ჩვენ ვართ სოლიდარულები და ყველა იმ ჟურნალისტის გვერდით ვართ, რომელიც ასეთი უდიერი მოპყრობის მსხვერპლი ხდება ხოლმე. ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი ვნახეთ, რაც სამწუხაროა და იმედია შესაბამისი რეაგირებაც იქნება. მინდა შევუერთდე ამ კუთხით ტელეკომპანია იმედის განცხადებას.
გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემებზე და დავიწყოთ კვლავ ევრო-2024-ით.
ჩვენ გვინდა, რომ უკეთესად გაგაცნოთ ქართველი ფეხბურთელები, მათი სატრანსფერო ღირებულებებიდან და პოზიციებიდან გამომდინარე. დღეს ზურიკო დავითაშვილის შესახებ ვისაუბროთ.
ზურიკო დავითაშვილი არის ფრანგული „ბორდოს“ წევრი და ამ გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. საამაყოა, რომ ქართველი ფეხბურთელი ევროპულ გუნდში ყველაზე ძვირადღირებულია და მისი ფასი 2,5 მლნ ევროა. ამ მაჩვენებლით ის „ლიგა 2“-შიც ათეულშია.
თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდგომ ზურიკო დავითაშვილის ღირებულება იქნება „ლიგა 2“-ის ყველაზე მაღალი ფასი. ვეცნობოდით ამ კუთხით სხვადასხვა ანალიტიკურ საიტებს და სწორედ ეს პროგნოზი კეთდება ამ ფხბურთელთან მიმართებით.
გადავიდეთ ეკონომიკურ ნაწილზე.
სსფ-მ სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური ზრდის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,7%-ზე განისაზღვრა. რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია და რეგიონის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის წევრი და ასევე კანდიდატი ქვეყნების ფონზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცალკეულ შემთხვევაში 2-ჯერ და 2,5-ჯერ მაღალიც კი. მანამდე ამ ყველაფერს წინ უძღოდა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი, თუმცა მანამდე იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი. ყველა შემთხვევაში საქართველოს აქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ამჟამად მსოფლიო ბანკის და სსფ-ს შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობენ ფინანსთა მინისტრი, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და დარწმუნებული ვარ, რომ სსფ-სთან შემდგომი ურთიერთობა გაგრძელდება ისეთივე წარმატებით რომელიც აქამდე იყო.
რაც შეეხება ჩვენს კიდევ ერთ მთავარ თემას. დღეს გამოკვეთილად ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში კონკურენციის პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.
ამ კუთხით ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობა.
2013 წლის შემდეგ ქვეყანაში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით პოლიტიკა არის გაძლიერებული. 2013 წლის შემდეგ მონოპოლიებთან დაკავშირებით უამრავი ქმედითი ნაბიჯები განახორციელა სახელმწიფომ. ერთი მარტივი ციფრი შემიძლია ვთქვა, მაგალითად თუ 2012 წელს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი შეადგენდა მხოლოდ 20%-ს, დღეს უკვე 50-60%-ის ფარგლებშია, რაც ევროკავშირის სტანდარტებით არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი არის დიდწილად წარმოდგენილი მშპ-ს შექმნის პროცესში, ისევე როგორც ბრუნვის პროცესში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ფასებზე ზემოქმედების სულ უფრო და უფრო ნაკლები ბერკეტი აქვთ მსხვილ კომპანიებს.
ბოლო პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით დიდი გააქტიურებაა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდა ამ კუთხით ვითარება, განსაკუთრებით საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მიმართულებით. თუ ჩვენ შევხედავთ სექტორის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, მომხმარებელთა სასარგებლოდ ანაზღაურდა 0,5 მლნ ლარამდე თანხა, რაც ძირითადად შეეხება ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
გასული წლების განმავლობაში საწვავის და მედიკამენტების ბაზარი გამოირჩეოდა კონკურენციის ნაკლებობით. სადაც პრობლემების დიდი ნაწილი იყო ცალკეული კომპანიების მიერ გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება და მცირე კომპანიების არ ჩართულობა პროცესში. დღეს უკვე ვხედავთ, რომ საწვავის ბაზართან მიმართებაში საქართველოში არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის კომპანია და აღარ არის ის ვითარება, როდესაც პირობითად 5 კომპანია იღებდა გადაწყვეტილებას, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლამდე პერიოდში.
რაც შეეხება მედიკამენტების ბაზარს, აქაც იყო შემთხვევები, როდესაც ფასისმიერი შემთხვევები იყო და კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შემდგომ არამხოლოდ მოხდა დასანქცირება გარკვეული კომპანიების, არამედ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებებიც და დღეს მედიკამენტების ბაზარზე დრამატულად შეცვლილია ვითარება ფასისმიერი კონკურენციის ნაწილში და დაბალი ფასები ამ კუთხით არის გარანტირებული“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი