დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქონების სააგენტო თემქაზე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს ₾1,9 მილიონად ყიდის

ქონების სააგენტო თემქაზე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს ₾1,9 მილიონად ყიდის

27-11-2023 13:28:08

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში, თემქის III მიკრო/რაიონში, V კვარტალში არსებული 10741.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს ყიდის, რომლის საწყისი ღირებულებაც 1 995 000 ლარია.

როგორც საპრივატიზაციო შეთავაზებიდან ირკვევა:

1.საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.
2. ობიექტს  იყენებს  პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე.
3. ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge.
4. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (გაზსსადენი), შესაბამისად მყიდველმა   შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების დამტკიცების  თაობაზე‘’ საქართველოს  ეკონომიკური  განვითარების  მინისტრის 2010 წლის  14 აპრილის  N1-1/525 ბრძანებით განსაზღვრული  წესების და პირობების დაცვით. 
5. საპრივატიზებო  ობიექტზე  გადის   დაურეგისტრირებელი (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი,  მყიდველმა   შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს  ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის  2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.
6. ტერიტორიაზე გადის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში (ს.კ N01.00.231) არსებული ხაზოვანი ნაგებობა (გარე განათების თვითმზიდი იზოლირებული სადენი).
7. 1140 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები