დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია „ანაგის“ მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი, განახორციელებს ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობას - მამუკა იმედაშვილი

კომპანია „ანაგის“ მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი, განახორციელებს ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობას - მამუკა იმედაშვილი

27-09-2024 10:19:00

„ანაგი“ ოფიციალურად „მეტროპოლის“ პარტნიორია. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც განახორციელებს ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის „მეტროპოლ ქავთარაძის“  სრულ მშენებლობას, - ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. 

„მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, თანამედროვე მიდგომები და პასუხისმგებლობა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ოთხი ძირითადი ღირებულება იყო განმსაზღვრელი იმისა რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდგარიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორივე კომპანიის ბიზნესსაქმიანობისთვის წარმატებული იქნება, თუმცა რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამას ჩვენი მობინადრეები საკუთარ თავზე გამოცდიან, როდესაც ბინებს ჩაიბარებენ“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ იწყებენ თანამშრომლობას. ეს არის პროექტი „მეტროპოლ ქავთარაძე“.  სადაც სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ რომელსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო სექტორში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები