დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომიტეტებმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს

კომიტეტებმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს

20-02-2024 00:06:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, პირველი მოსმენით განიხილეს და  მხარი დაუჭირეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.

„კანონის მიღება უზრუნველყოფს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. კანონპროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვას, სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას”, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომიტეტებმა მოისმინეს და მოიწონეს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ რომლის მიზანია კოდექსის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები