დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში მომხმარებლებმა ყველაზე მეტი პრეტენზია სადებეტო ბარათებზე დააფიქსირეს

კომერციულ ბანკებში მომხმარებლებმა ყველაზე მეტი პრეტენზია სადებეტო ბარათებზე დააფიქსირეს

13-10-2023 13:30:58

კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 7%-იან კლებას აჩვენებს.

სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული მაჩვენებლების თანახმად, 2023 წლის თებერვალში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიებმა 1,635 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც ივლისში 1,767 პრეტენზია იყო დაფიქსირებული.

თუ მიმდინარე წლის აგვისტოს მაჩვენებლებს გასული წლის მაჩვენებლებთან შევადარებთ, ირკვევა, რომ კლება 0,06%-იანია. ანუ 2023 წლის აგვისტოში რეალურად 1 საჩივრით ნაკლებია, რადგანაც 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირებული პრეტენზიის რაოდენობა 1,636 ერთეულს შეადგენდა. 

ირკვევა, რომ აგვისტოში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან უდიდესი წელი, 45%-ი სადებეტო ბარათებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მოდის. საუბარია აგვისტოში სულ 737 პრეტენზიაზე. 

პრეტენზიების 17%-ით მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიები, რომელთა რაოდენობამაც აგვისტოში 282 ერთეული შეადგინა.

მესამე პოზიციას კი საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული პრეტენზიები უკავებენ, რომელზედაც აგვისტოში დაფიქსირებული პრეტენზიების 7%-ი (116 ერთეული) მოდის. 

ირკვევა, რომ აგვისტოში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან 984 ერთეულის განხილვა დასრულებულია და კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

182 პრეტენზია - განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს.

 460 პრეტენზია - კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა.

 9 პრეტენზია - განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები