დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კოკა-კოლამ თანამშრომლების დაჯილდოვება ტრადიციად აქცია

კოკა-კოლამ თანამშრომლების დაჯილდოვება ტრადიციად აქცია

03-03-2024 18:36:00

7 მარტს „კოკა-კოლა“ წლის თანამშრომლებს მეორედ დააჯილდოებს.

საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება პირველად კომპანიაში 2023 წელს გაიმართა და ღონისძიება მას შემდეგ ყოველწლიური გახდა.

წლის თანამშრომლის სტატუსის მოპოვება, წარმატებული საქმიანობის გარდა, რომელიც კონკრეტული შედეგებით განისაზღვრება, კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობის კრიტერიუმითაც ხდება.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტის თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებით, საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება ყოველ წელს მოხდება, რაც თავის მხრივ „კოკა კოლას“ საწარმოში დასაქმებულთათვის ერთგვარი მოტივაცია გახდება. მნიშვნელოვანია რომ კომპანია აღნიშნული კულტურის დანერგვაზეა ორიენტირებული.

2023 წელს „წლის თანამშრომლების“ საპრიზო ფონდისთვის 40,000 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საუკეთესო შედეგების მიხედვით დაჯილდოვდნენ  „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომლები მძღოლებისა და გაყიდვების გუნდიდან.  თხუთმეტმა თანამშრომელმა ფულად ჯილდოსთან ერთად „კოკა-კოლას“ ბოთლის სიმბოლური ოსკარიც მიიღო.

 

კოკა კოლას შესახებ: „კოკა კოლა“ ქართულ ბაზარზე 1993 წლის 30 ივნისში შემოვიდა, რაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო. საქართველოში კოკა-კოლას პირველი ქარხანა იმავე წელს ფრენშაიზინგული ხელშეკრულების  საფუძველზე გაიხსნა. 2020 წლის აპრილიდან კი, წარმოება ნატახტარში გადავიდა. რისთვისაც კომპანიამ გერმანიის საინვესტიციო კორპორაციისგან (DEG), 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.


მსგავსი სიახლეები