ძალიან ბევრი ბიზნეს კონტაქტი შეიძლება ამ ფორმატში შედგეს,- განაცხადა „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ში ჩართვისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც ბაქოდან სულ ახლახან დაბრუნდა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციის ლიდერთა სამიტს ესწრებოდა.
ლევან დავითაშვილის თქმით, COP29-ის ლიდერთა სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების კუთხით საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
„ამ კუთხით საქართველო აქტიურად მონაწილეობს. იცით საქართველო არის ამ კონფერენციის მუდმივი მონაწილე, ის არის პარიზის შეთანხმების წევრი. შესაბამისად ჩვენი აქტიური ჩართულობა ლოგიკურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ტარდება ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს არის საინტერესო პლატფორმა, როდესაც სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებმა შეიძლება კოლეგებთან ისაუბრონ მსოფლიოს იმ დღის წესრიგზე, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას უკავშირდება. ზოგადად ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება სათბური გაზების შემცირება, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის დაფინანსების მექანიზმები განვითარებადი ქვეყნებისთვის დაფინანსების მექანიზმები, რათა მათ შეძლონ დაბალ ნახშირბადიანი პოლიტიკის წარმოება. შესაბამისად ეკონომიკური ბლოკის ყველა მიმართულებით ხდება კომუნიკაცია იმისთვის, რომ კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად ქვეყნებმა მნიშვნელოვან სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიონ. რეალურად კლიმატის ცვლილებების შედეგად დათბობა დედამიწაზე 1,5%-ის არ გასცდეს. აქედან გამომდინარე ჩვენი ჩართულობა იქნება მთელი ღონისძიების განმავლობაში. ღონისძიება დაიწყო 11 ნოემბერს და 22 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. ამიტომ სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ეწვევიან, ეწვევიან ასევე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ბაქოს. ჩვენ რამდენიმე ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას.
ჩვენ გაქვს წარმოდგენილი პავილიონი, სადაც საქართველოს შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნობთ. ასევე გავაცნობთ კლიმატის ცვლილებების შესახებ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სადაც ჩვენ სრულად თანხვედრაში ვართ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან, გვაქვს კლიმატის ცვლილების სტრატეგია, ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა, საკმაოდ მაღალ დონეზეა კოორდინაცია სხვადასხვა სამინისტროს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ იმართება. აქედან გამომდინარე ის საკითხები, რომელიც მსოფლიოში აქტუალურია, აქტუალურია ჩვენს ქვეყანაშიც და პოლიტიკის ნაწილში ჩვენ სრულად თანხვედრაში ვართ საერთაშორისო ტენდენციებთან. ეს არის ასევე საკმაოდ პრაქტიკული პლატფორმა, რომელიც შეიძლება გამოვიყენებთ ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ძალიან ბევრი ბიზნეს კონტაქტი შეიძლება ამ ფორმატში შედგეს, შედგეს კომუნიკაცია ბევრ კოლეგა სამინისტროსთან სხვადასხვა ქვეყნიდან. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საქართველო აქტიურადაა ჩართული ამ კონფერენციაზეა წარმოდგენილი. მათ შორის ისეთები, როგორიც არის რეგიონული თანამშრომლობის პროექტები, შუა დერეფანთანდაკავშირებული იგივე შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზთან დაკავშირებული საკითხები. პროექტები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული თანამშრომლობისთვის ასევე სხვადასხვა დონეზე, ზოგადად მწვანე ეკონომიკის და კლიმატ გონივრული გადაწყვეტილებების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა