დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,კიკეთის ფერმის ღვინო" ექსპორტზე ევროპასა და აშშ-ში გადის

,,კიკეთის ფერმის ღვინო" ექსპორტზე ევროპასა და აშშ-ში გადის

27-08-2023 09:00:37

ქართულ ბაზარზე ,,კიკეთის ფერმის ღვინო" სულ რაღაც 7 თვის წინ გამოჩნდა, თუმცა ხარისხით გამორჩეულმა პროდუქციამ წარმატებისკენ სტარტი მალევე აიღო.

ქართული ბრენდის ღვინოები აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოს ნატურალური ღვინოების მაღაზიებში და ექსპორტზე გერმანიასა და აშშ-ში გადის. კიკეთის მარნის მთავარი მიმართულება ბუნებრივი მეღვინეობაა და აწარმოებს როგორც ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებულ ქვევრის, ასევე მუხის კასრებში დავარგებულ ღვინოს.

როგორ კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia -თან ამბობს, ამ ეტაპზე ღვინის ნაირსახეობა საქართველოს სამ რეგიონს აერთიანებს:

კახეთი ( საფერავი, რქაწითელი, ხიხვი); იმერეთი (ოცხანური საფერე, კრახუნა) და გურია ( ჩხავერი). ,,საკმაოდ მრავალფეროვანი წარმოება გვაქვს, რაც ახალგაზრდა კომპანიისთვის დიდი წარმატებაა. 7 თვეა, რაც ბაზარზე ვართ, თუმცა ღვინის წარმოება დავიწყეთ 2021 წლიდან და უკვე ექსპორტზეც აქტიურად ვართ წარმოდგენილი. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღვინოა ,,საფერავი", რომელიც კარგად იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ქვეყნის გარეთაც.

ჩვენი საფერავი გამოირჩევა იმით, რომ ფერმენტირდება ქვევრში, შემდეგ ინახება მუხის კასრებში ხანგრძლივი დაძველებისთვის. ღვინოში მსუყედ იგრძნობა მუქი კენკრის მდიდარი არომატი და დელიკატური სანელებლები. ვგეგმავთ ბაზრების დივერსიფიკაციას, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

„კიკეთის ფერმის ღვინის" ბრენდით 8 სახეობა იწარმოება. კომპანია ცნობილია მაღალი ხარისხის ღვინოების დეგუსტაციით, რომელიც ინტენსიურად ეწყობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები