დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიდევ ვუყურებთ რამდენიმე კომპანიის ობლიგაციებს - გოგა მელიქიძე

კიდევ ვუყურებთ რამდენიმე კომპანიის ობლიგაციებს - გოგა მელიქიძე

22-12-2023 13:02:00

კიდევ ვუყურებთ რამდენიმე კომპანიის ობლიგაციებს ბაზარზე, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

მისი თქმით, საპენსიო სააგენტოსთვის ობლიგაციების ბაზარი ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ბაზარია. 

„ობლიგაციების ბაზარი არის ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი. მიმდინარე წელს ჩვენ ვიყიდეთ 3 კომპანიის ობლიგაცია. შევიძინეთ „ნიკორას“, „ჯორჯიან ლიზინგის“, „საქართველოს კაპიტალის“ ობლიგაციები. 

ახლა კიდევ ვუყურებთ რამდენიმე კომპანიის ობლიგაციებს ბაზარზე. შემდეგ წელს ვიცით, რომ ემისიები უფრო აქტიური იქნება და მნიშვნელოვნად წარმოდგენილები ვიქნები ობლიგაციების ბაზარზე. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული შეზღუდვები გაქვს, მაგრამ ობლიგაციების ბაზარი დეპოზიტების ბაზართან და სახაზინოების ბაზართან ერთად საკმაოდ საინტერესოა. ობლიგაციების ბაზარი შედარებით პატარაა, მაგრამ საინტერესოა“, - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.

2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტო 3 სხვადასხვა შემოსავლიანობისა და რისკიანობის მქონე პორტფელებს მართავს, ესენია კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. ჯამურად საპენსიო აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს. სააგენტოს აქციების პორტფელი დივერსიფიცირებულია, მისი 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები