ზამთრის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, გუდაურისა და კობის საბაგიროებით სარგებლობის ტარიფები მცირდება. როგორც კომპანია „ემ.თი.ეი“-ში განმარტავენ, 1-ლი აპრილიდან, მომხმარებლებს აბონემენტის შემცირებული ფასებით შეეძლებათ, როგორც გუდაურისა და კობის საბაგიროებით სარგებლობა.
„გუდაურში დღეს თოვს და სეზონი გრძელდება“, - აცხადებენ კომპანიაში.
განახლებული სატარიფო პოლიტიკის მიხედვი, გუდაურის საბაგიროს მეშვეობით ერთჯერადი ასვლა 10 ლარი ეღირება.
შეგახსენებთ, რომ ემ.თი.ეი გუდაური ეკუთვნის მთის ტრასების სააგენტოს, რომელიც მართავს საქართველოს სამთო კურორტების – გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სპორტულ-რეკრეაციულ არეალს.
კომპანიის ძირითადი ფუნქცია სათხილამურო ტრასების მოწყობა და მართვაა.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა