ხვალ საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი პირველად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი იქნება.
ვიდრე ჯოზეფ ბორელი ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდება, მმართველ გუნდში ევრორეკომენდაციების შესრულებასა და მიღწეულ პროგრესზე საუბრობენ. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დეპოლარიზაციის პუნქტი ცალმხრივად ვერ გადაწყდება.
სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, მათ ოპონენტებს ქვეყნის ევროინტეგრაცია არ სურთ. ოპოზიცია კი 12 პუნქტის სრულყოფილად შეუსრულებლობაში, საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და ისრებს ქართული ოცნებისკენ ისვრის. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის პირველად ოფიციალურ შეფასებას, ოქტომბერში ელოდება.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია