2023 წლის II კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.
2023 წლის II კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 50.6 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 42.6, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 58.9 ქულაა.
2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 3.8 ქულით გაუმჯობესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა 4.0 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუმჯობესდა 3.6 ქულით.
2023 წლის II კვარტლის შედეგები, გაუმჯობესებულია 2022 წლის II კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 38.4-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 21.6-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 56.5-ს შეადგენდა.
2023 წლის II კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.
2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში გაუარესდა (იხილეთ გრაფიკი 3). 2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა მშენებლობისა (41.4 ქულით) და მომსახურების (10.0 ქულით) სექტორებში, ხოლო მრეწველობისა (-15.1 ქულით) და ვაჭრობის (-9.4 ქულით) სექტორებში გაუარესდა.
სექტორებს შორის, მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად შეფასდა მშენებლობის სექტორის მიერ. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს სექტორში გაზრდილი გაყიდვები (მშენებლობის სექტორში კომპანიათა 72.7%-მა დააფიქსირა 2023 წლის II კვარტალში გაყიდვების ზრდა). რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2023 წლის II კვარტალში, მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, მშენებლობის (22.1 ქულით), ვაჭრობის (9.0 ქულით), და მრეწველობის (5.3 ქულით) სექტორებში მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, ხოლო მომსახურების სექტორში (-5.7 ქულით) გაუარესება შეინიშნება.
ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი 5 ფაქტორი
2023 წლის II კვარტალში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, შემცირდა იმ კომპანიების წილი (7 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. ასევე, აღნიშნული მაჩვენებელი 13 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2022 წლის II კვარტალთან შედარებით.
2023 წლის II კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია:
მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 59% ასახელებს ხელის შემშლელად). სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის (76%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორისთვის (33%). საწარმოს ზომის მიხედვით, ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (64%) .
2023 წლის II კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (83%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (34%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (53%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის II კვარტალში, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 46%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე ვაჭრობის სექტორისთვისაა (57%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მრეწველობის სექტორისთვის (17%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (60%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის II კვარტალში, სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 41%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (57%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (60%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის II კვარტალში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 13%-მა დაასახელა. შეზღუდული ფინანსური რესურსები, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (50%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებს აქვთ (16%).
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.
BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ თავიანთი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, და აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. მიმდინარე კვარტალში კომპანიებმა, ასევე, შეაფასეს გარკვეული სექტორების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებიდან ამოღების ეფექტი ბიზნეს სექტორზე3. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2023 წლის მეორე კვარტლის გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 15-28 მაისის პერიოდში.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა