კომპანია „კეთილი და პატიოსანი“ ჩამოყალიბდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ Business Insider Georgia - თან სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა.
„ასორტიმენტი საკმაოდ ვრცელი გვაქვს. ეს მოიცავს, როგორც დასალევ ხილ-ბოსტნეულს“ კეთილი და პატიოსანი“ - ს ბრენდით, ასევე „პოპორელს“, რომელიც არის სოუსების ხაზი. კერძოდ, ტყემალი და სხვადასხვა სახის სოუსები. მესამე ბრენდზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში შემოვალთ ბაზარზე. ამჟამად, მიმდინარეობს ეტიკეტის დამუშავება და სხვა მსგავსი საკითხების მოგვარება. ეს არის „ნექტარი“ გამაგრილებელი სასმელი “, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა იოსებ მანჯავიძემ.
„კეთილი და პატიოსანი" - ს პროდუქცია მოთხოვნადია ბაზარზე, რაც თავის მხრივ პროდუქციის სიჯანსაღითაც არის განპირობებული. კერძოდ, პროდუქციაში არ ხდება შაქრის გამოყენება.
,,რაც შეეხება, „კეთილს და პატოსანს“ მოთხოვნადია, იქედან გამომდინარე, რომ მსგავსი ანალოგი ბაზარზე არ არის. ჩვენი ყველა პროდუქტი შაქრის დანამატის გარეშეა. რაც შეეხება სოუსებს, საკმაოდ დიდი ბაზარია საქართველოში და ბევრი კომპანიაც აწარმოებს. ტყემლის გარდა ჩვენ გვაქვს, სხვა საინტერესო გემოები: წიწაკის სოუსები - წითელი და მწვანე, რომელიც არის ვაშლით და ბულგარულით. ასევე, გვაქვს კივის, შინდის სოუსები. ჩვენი მიმართულება არატრადიციული, არასტანდარტულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძველი, ქართული რეცეპტია აღდგენილი.
„მაიმო“ (გამაგრილებელი სასმელი) ეს არის უბრალოდ ისეთი გემოები, რომელიც არ არის წარმოდგენილი დღეს ბაზარზე. მაგალითად, კომში მანდარინთან ერთად. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნახევარფაბრიკატებს ანუ ე.წ პიურეებს, რასაც პროდუქციაში ვიყენებთ, თავად ვაწარმოებთ. ბევრ სხვა კომპანიას უწევს იმპორტით ამ ყველაფრის ჩამოტანა, ჩვენს მიერ გამოყენებული ინგრედიენტები კი სრულად საქართველოში იწარმოება“, - განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.
2024 წელს კომპანიის წარმომადგენელი დადებითად აფასებს. განსაკუთრებით აღსანიშნავი საექსპორტო არეალის გაფართოებაა. 2025 წელს ბევრი სიახლე იგეგმება. ამ ეტაპზე განხორციელებულ ერთ-ერთს ბროწეულის წვენის წარმოება მიეკუთნება.
„ვაწარმოეთ ყურძნის წვენი, გვაქვს ებრაელების სათვისტომოს შეკვეთა და პროდუქცია გავა ექსპორტზე, როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე ისრაელის მიმართულებითაც. ამ წვენის ჩამოსხმა მოხდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ყურძნის წვენის შემადგენლობას, რაც შეეხება, ეს არის საფერავისა და რქაწითელის მიქსი.
2025 წლის მეორე სიახლეს რაც შეეხება, პირველად ვაწარმოეთ და გავაკეთეთ ბროწეულის წვენი, რომელიც გაიგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში “, - აღნიშნა იოსებ მანჯავიძემ.
უახლესი