დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხელმისაწვდომი, გამძლე და სანდო ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვის

ხელმისაწვდომი, გამძლე და სანდო ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვის

30-05-2024 13:04:00

როცა საქმე ტრადიციული კულტურების დამუშავებას ეხება, ფერმერების ნაწილისთვის მთავარი გამოცდილებაა, ნაწილი კი ინოვაციურ ხერხებს ანიჭებს უპირატესობას. რა მოხდება, თუ ხანგრძლივ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გავაერთიანებთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში Zetor-ის ტრაქტორების შესწავლა დაგვეხმარება.

Zetor ჩეხური ბრენდია, რომელსაც საქართველოში თეგეტა აგრი წარმოადგენს. ბრენდი 1946 წლიდან აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და განსაკუთრებით ცნობილია ტრაქტორებით. კომპანიას ისეთი აღჭურვილობის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სიმარტივით, გამძლეობითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა, რაც მცირე და საშუალო ზომის მეურნეობებისთვის იდეალურ ვარიანტად აქცევს.

კითხვაზე, რატომ“ Zetor? პასუხიმარტივია: იმიტომ, რომ 1,3 მილიონზე მეტი მომხმარებელი არ შეიძლება ცდებოდეს. სწორედ ამდენიტრაქტორი შეიქმნა 1946 წლიდან დღემდე Zetor-ის ბრენდის ლოგოთი და მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.

ტრაქტორები აღჭურვილია ძლიერი და ეფექტური დიზელის ძრავებით, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დავალებების შესრულებას, ხვნიდან გადაზიდვამდე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს გადაცემათა კოლოფებს, მათ შორის მექანიკურ და Powershift ტრანსმისიებს, ასევე სინქრონიზებულ ან შატლის ცვლის ვარიანტებსეს ტრანსმისიები შექმნილია იმისთვის, რომ სიჩქარის გლუვი ცვლილებები უზრუნველყოს.

ტრაქტორები აგებულია გამძლე კონსტრუქციით, მაღალი ხარისხის მასალებით და უძლებს ფერმაში მუშაობის სიმძიმესა და არახელსაყრელ საოპერაციო პირობებს. ამავდროულად, მრავალფუნქციურიადა შეესაბამება სხვადასხვა საჭიროებას. ეს გულისხმობს კომფორტულ კაბინებს ერგონომიული კონტროლით და ჰიდრავლიკურ სისტემებს, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს, ისედააკონფიგურიროს ტრაქტორი, რომ მის სპეციფიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

რა თქმა უნდა, ქართველი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკურიმახასიათებლები, არამედ რეალური ეფექტიანობა. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, ვინც ამ ტრაქტორებით უკვე ისარგებლა. სხვადასხვა ქვეყნიდან ფერმერები ამბობენ, რომ Zetor-ისტრაქტორები უმკლავდება ყველა დავალებას, აქვს დაბალი საოპერაციო ხარჯები და არის გამძლე. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ეს იაფი, მარტივი და სანდო ტექნიკაა.

იმისთვის, რომ გავაანალიზოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ტრაქტორები ქართულ სოფლის მეურნეობაში, რამდენიმე ფაქტორიცუნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ჩვენი მრავალფეროვანი რელიეფი, რომელიც ასეთივემრავალფეროვან და გამძლე ტექნიკას საჭიროებს. Zetor-ის ტრაქტორები მარტივად ახერხებს რთულლანდშაფტში ნავიგაციას.

ასევე, სხვადასხვა ზომის ტექნიკის არჩევანით შესაძლებელია როგორც მცირე მეურნეობის, ისემსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დამუშავება. რაც მთავარია, საქართველოს სოფლისმეურნეობის სექტორი მრავალფეროვანია და არაერთ კულტურას მოიცავს, „ზეტორისტრაქტორებიკი სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით ფერმერებს ამის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, კახეთის ვენახებისა და ქართლის მინდვრების დამუშავება ერთნაირად ეფექტურად იქნებაშესაძლებელი.

ეკონომიკური პირობების ფონზე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობაც. Zetor-ის ტრაქტორები, სხვაბრენდებთან შედარებით, კონკურენტული ფასებით და დაბალი ტექნიკური ხარჯებით გამოირჩევა.

--

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახალიმიმართულება, თეგეტა არგი 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპულიდა ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურადწარმოადგენს ისეთ მსხვილ აგრო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-. “თეგეტა აგრის“ “Fendt”-ისა და “Valtra”- ოფიციალურიდისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულკორპორაცია ”AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისწარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

 


მსგავსი სიახლეები