კომპანია „კერკი“, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ჩირს, ჩურჩხელას, ცუკატებსა და ტყლაპებს სთავაზობს, ხილის ხემსების წარმოებას იწყებს.
როგორც Business Insider Georgia-ს საწარმოს ხელმძღვანელმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა „კერკი“ გეგმავს ხილის ხემსის წარმოებას.
„მომხმარებელს ორი ტიპის შეფუთვით 10 სახეობის ხილის ხემსს შევთავაზებთ. ვგეგმავთ ასევე მიქსების წარმოებას. ამ დროისთვის საწარმოში გარდამავალი პროცესია და მალე ცნობილი გახდება, თუ კონკრეტულად როდის გამოჩნდება „კერკის“ ხემსი ბაზარზე“, - ამბობს წარმოების ხელმძღვანელი.
გარდა ტრადიციული თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელისა, „კერკი“ აწარმოებს ნუშის ჩურჩხელას და ალუბლის ფელამუშში ამოვლებული ჩურჩხელას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე კომპანიის ექსკლუზიური პროდუქციაა ალკოჰოლში დამზადებული ალუბალი, მარწყვი და წყავი.
კომპანიას ბაზარზე გამოაქვს ბოსტნეულის - სტაფილოს, ჭარხლის, პომიდვრისა და მჟავე კიტრის ჩხირები.
ცნობისთვის, ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,კერკი" ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩურჩხელას სთავაზობს. საწარმო 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და სეზონურად 40-მდე ადამიანს ასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია. კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.
უახლესი
25 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს