დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კავეასთვის“ Lineate-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია - „ცვალებადი ნიშნების“ გენერალური პროდიუსერი

„კავეასთვის“ Lineate-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია - „ცვალებადი ნიშნების“ გენერალური პროდიუსერი

26-01-2024 09:50:00

კომპანია Lineate „კავეასსერიალისცვალებადი ნიშნების პარტნიორი გახდა. 

სერიალის გენერალური პროდიუსერი მაია სიხარულიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომკავეასთვის“ Lineate-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია.

მოხარულები ვართ, რომ Lineate-მა სწორი აქცენტები გააკეთა და გახდა სერიალიცვალებადი ნიშნებისპარტნიორი, რადგან, ეს არის თანამედროვე თაობისა და ამ ეპოქის მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი პროექტი“, - ამბობს მაია სიხარულიძე.

მისი თქმით, „კავეასადა Lineate - პარტნიორობა მნიშვნელოვანია, ტექ ინდუსტრიასთან მიმართებით, სადაც Lineate ლიდერი კომპანიაა.

 „სერიალს უყურებს სწორედ ის აუდიტორია, რომლის ინტერესის სფეროა ციფრული სამყარო. მნიშვნელოვანია, რომ ამ სერიალისა და Lineate - თანამშრომლობის შედეგად IT ინდუსტრიასთან მიმართებით ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმას, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ სწორედ ჩვენ სერიალზე შეაჩერა არჩევანი და ახალგაზრდებს ამ სერიალის მეშვეობით მისცემს ძალიან დიდ ინფორმაციასა და ცოდნას“, - ამბობს მაია სიხარულიძე.

საგულისხმოა, რომ სერიალიცვალებადი ნიშნებისერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი IT სპეციალისტია, რომელიც სცენარის მიხედვით Lineate-ში დასაქმდა.

სერიალში კარგად ჩანს ის ინფრასტრუქტურა, საფეხურები, ეტაპები, რაც არის გასავლელი იმისთვის, რომ ის ადამიანები ვისაც აინტერესებთ ტექ ინდუსტრია, ხვალ Lineate-ში დასაქმდნენ.

ცვალებად ნიშნებშიკარგად ჩანს, რა ტიპის ცოდნა უნდა ჰქონდეთ Lineate-ში დასაქმების მსურველებს და ამის შესახებ სერიალის გმირი თავის პირად გამოცდილებას უზიარებს მაყურებელს“, - ამბობს სერიალის გენერალური პროდიუსერი. 

კოდის გამავრცელებელი საზოგადოების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები