Jimsher Distillery- ის მორიგი მსოფლიო წარმატება ვისკის სამყაროში - 12 წლამდე დავარგებული, შერეული ვისკის კატეგორიაში, ქართულმა პროდუქტმა - JIMSHER TRIO „World Whiskies Award 2023“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
World Drinks Award ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია ალკოჰოლურ სამყაროში. კონკურსში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ის კომპანიები, რომლებიც მსოფლიო ბაზრებზე დომინირებენ, ყველაზე გამორჩეულ და ცნობილ პროდუქტებს გვთავაზობენ.
წელს ვისკის კატეგორიაში დაკომპლექტებულ ჟიურის წარმოადგენდა ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც არიან Hans Offringa, Sukhinder Singh, Bernard Walsh, Lance Winters, Steve Nally, Bob Dalgarno, Alan Winchester და სხვა ...
JIMSHER TRIO ჟიურის შეფასება: "The nose is fresh, clean and robust, with caramel, vanilla, spicy wood, bourbon notes, light tobacco, butter, ice tea, sultanas and cloves. These carry through onto the palate, which has a thick mouthfeel and an initial sweetness followed by some marked acidity reminiscent of lime juice.“
პირველი ქართული ვისკი - JIMSHER 2017 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, ამავე წელს მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ვისკის კონკურსებზე:
Gold Medal - "GLOBAL TRAVEL RETAIL SPIRITS MASTERS 2017"
Silver Medal – “INTERNATIONAL WHISKY COMPETITION 2018”
Silver Medal – “THE TRAVEL RETAIL MASTER 2017”
Silver Medal – “THE FIFTY BEST 2020” და სხვა.
2017 წელს შექმნილ სამ განსხვავებულ ვისკის ნაირსახეობას, 2021 წლის ბოლოს დაემატა ახალი - JIMSHER TRIO, ხოლო 2024 წელს კომპანია აანონსებს კვლავ ახალი პროდუქტის გამოშვებას.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა