დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი „თამაშობანა“ მულტიფუნქციურ სივრცეს ხსნის

ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი „თამაშობანა“ მულტიფუნქციურ სივრცეს ხსნის

16-08-2024 11:00:00

თბილისში, მზიურში, ახალ მულტიფუნქციურ სივრცეს ვხსნით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანია „თამაშობანას“ დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.

„წლის ბოლომდე ამ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც სხვადასხვა კონცეფციას მოიცავს. სადაც მოეწყობა კაფე-მაღაზია, გასართობი ოთახები, ვორკ-შოპი. ეს არის ზოგადი კონცეფცია, რომელზეც ვმუშაობთ, ახლა რემონტი მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დავასრულებთ და მულტიფუნქციურ სივრცეს გავხსნით“, - ამბობს ნაუ სონღულაშვილი. „თამაშობანას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ პროექტს ბანკის კრედიტითა და პირადი კაპიტალით ახორციელებენ. რაც შეეხება სამაგიდო თამაშებს, ამ კუთხით „თამაშობანას“ ახალი ვერსიები არ შეუქმნია და კომპანიის გაყიდვები სტაბილურია. თამაშობანას“ კონცეპტუალური სივრცე ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს, შეიმეცნოს, გაერთოს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ითამაშოს, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. „თამაშობანა“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები