დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქართული ოცნების“ დასკვნითი საარჩევნო ღონისძიება 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება

„ქართული ოცნების“ დასკვნითი საარჩევნო ღონისძიება 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება

22-10-2024 15:01:00

მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე ნაცვლად 16:00 საათისა, 19:00 საათზე დაიწყებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„დაგეგმილი გვქონდა, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო 16:00-ზე, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს ემთხვევა სამუშაო საათებს და სამწუხაროდ ისინი ამის გამო ვერ ახერხებენ დასწრებას, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალინდელი ღონისძიება ნაცვლად 16:00 საათისა დაიწყოს 19:00-ზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები