„ქართული მზე“ „ვაზისუბნის მამულის“ ქვებრენდია და ამ დასახელებით დაახლოებით 100 000 ბოთლის წარმოებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ქართული ღვინის ჯგუფის“ გაყიდვების დირექტორმა გიორგი ოქრუაშვილმა განუცხადა.
ამ ბრენდის ღვინო სამი წელია არსებობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ქართული მზე“ იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ორჯერ მეტი გადის ექსპორტზე. კერძოდ 20 ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, აშშ-ში, გერმანიასა და პოლონეთის ბაზრებზე,
თუმცა ბრენდმა რამდენჯერმე განიცადა რებრენდინგი და, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს ექსპერიმენტულ ღვინოს სთავაზობს.
„იდეა გაჩნდა, რომ შეგვექმნა ბრენდი „ქართული მზე“. ამ ბრენდის ქვეშ ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებდით პრემიუმ ხარისხის ღვინოს, უბრალოდ შედარებით ბიუჯეტურ ფასში. რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო და იგივე ხარისხი ჩამოგვეტანა ბიუჯეტურ სეგმენტში“,- ამბობს გიორგი ოქრუაშვილი. მისი თქმით, ამ ბრენდის ღვინის თაროდან გასაყიდი ფასი 12-13 ლარიდან 19-ლარამდე შუალედში იქნება.
„ქართული მზე“ არის ექსპერიმენტული ღვინო - ამ ბრენდის ქვეშ თავს იყრის ბრენდები, რქაწითელისა და მწვანის, ამ ორი ჯიშის კუპაჟი, ასევე საფერავისა და ალექსანდროულის კუპაჟი. ამ ბრენდში გვაქვს ნახევრადმშრალი მწვანე, რაც ბაზარზე იშვიათობას წარმოადგენს. ამ მიმართულებით მომხმარებელს ახალ ექსპერიმენტულ ღვინოს შევთავაზებთ“, - ამბობს „ქართული ღვინის ჯგუფის“ გაყიდვების დირექტორი.
„ქართული ღვინის ჯგუფი“ სოფელ ვაზისუბნის მამულში 35 ჰექტარ ვენახს ფლობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ღვინოს ამ ვენახებში მიღებული მოსავლისგან ამზადებენ სწორედ ამის საფუძველზე ინარჩუნებენ ღვინის მაღალ ხარისხს.
უახლესი
12 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა15 საათის წინ
როგორია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მგზავრთნაკადი