დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ლუდის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ყაზახეთია

ქართული ლუდის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ყაზახეთია

25-03-2025 10:00:00

ლუდის იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 716.70 ათასი დოლარის ღირებულების 579,794.32 ლიტრი ლუდი გაიტანა. 2024 წლის ორ თვეში კი 414,020.84 ლიტრი. შესაბამისად ლუდის ექსპორტი 40%-იან ზრდას აჩვენებს. 

2025 წლის ორ თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ლუდის 25%-ი ყაზახეთზე მოდის. მიმდინარე მაჩვენებლებით ქართული ლუდის ყველზე დიდი მომხმარებელი ყაზახეთია.

TOP ქვეყანა, სადაც საქართველომ ლუდის ექსპორტი განახორციელა:

ყაზახეთი - 145,800.00 ლიტრი;

სომხეთი - 119,976.48 ლიტრი;

რუსეთი - 64,920.00 ლიტრი;

უზბეკეთი - 47,954.40 ლიტრი;

ყირგიზეთი - 43,416.00 ლიტრი;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 5,873,715.49 ლიტრი ღვინო გაიტანა. ლუდის ექსპორტის რეკორდი კი 2023 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე 6,940,638.33 ლიტრი ლუდი გავიდა. 
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები