საქართველოში ლოკოკინების წარმოება მზარდ ტრენდზეა, შესაბამისად მზარდია მისი ექსპორტიც, რადგანაც ადგილობრივ ბაზარზე ლოკოკინას მოხმარება საკმაოდ მინიმალურია.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 190.50 ათასი დოლარის ღირებულების 21.46 ტონა ლოკოკინების ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირდა 4.86 ტონა. შესაბამისად ექსპორტის ზრდა 341.5%-იან ნიშნულზეა.
წელს ლოკოკინების ექსპორტზე მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთში გავიდა, მაგრამ მთლიანი ექსპორტის 94%-ი მაინც საფრანგეთზე მოდის.
საგულისხმო ფაქტია, რომ საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2022 წელს დაიწყო. გასულ წელს ქვეყანამ ექსპორტზე 263.52 ათასი დოლარის ღირებულების ლოკოკინები გაიტანა.
ექსპორტი 2022 წელსაც საფრანგეთსა და იტალიაში განხორციელდა.
უახლესი