დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კომპანიების ევროობლიგაციების შემოსავლიანობა გაიზარდა

ქართული კომპანიების ევროობლიგაციების შემოსავლიანობა გაიზარდა

26-06-2023 13:34:13

გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, 19–23 ივნისის კვირაში ქართული კომპანიების კორპორაციული ევროობლიგაციების შემოსავლიანობა წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა.

კერძოდ, საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) პარასკევს ვაჭრობა დაიხურა ფასით 98.29 (+0.12% წინა კვირასთან შედარებით), 8.68%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 85.98 ფასად (+0.34% წინა კვირასთან შედარებით), 7.42%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 90.14 (+0.14% წინა კვირასთან შედარებით), 6.64%-იანი შემოსავლიანობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები