დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კომპანიების აქციების ფასის დინამიკა ლონდონის ბირჟაზე - Galt & Taggart

ქართული კომპანიების აქციების ფასის დინამიკა ლონდონის ბირჟაზე - Galt & Taggart

09-12-2024 17:00:00

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციების ფასები შემცირდა, ხოლო ერთის გაიზარდა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.49% წინა კვირასთან შედარებით და უცვლელი გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 431 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.20 - 50.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.16% წინა კვირასთან შედარებით და +0.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 551 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.00 - 31.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 82 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.25% წინა კვირასთან შედარებით და - 2.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.14 - 11.98 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები