დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კანიონის დაცულ ტერიტორიას 11 თვეში 100 000 ვიზიტორი ესტუმრა - Kass Land-ი

კანიონის დაცულ ტერიტორიას 11 თვეში 100 000 ვიზიტორი ესტუმრა - Kass Land-ი

11-12-2024 16:01:00

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კომპლექს Kass Land-ში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში კანიონის დაცულ ტერიტორიას 100 000 ვიზიტორი ესტუმრა.

„ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები - რუსეთი, ინდოეთი, ისრაელი, ემირატები, საუდის არაბეთი, სომხეთი, ყაზახეთი, პოლონეთი.  სეზონების მიხედვით ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა განსხვავებულია. საშუალოდ ყოველდღიურად 500 ადამიანი გვსტუმრობს. შაბათ-კვირას ვიზიტორების რაოდენობა უფრო მაღალია და 1000 აჭარბებს“, - აცხადებენ  KASS LAND -ში.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორდ კომპანიაში აცხადებენ, დეკემბრის თვეში რეზორტს შეემატა ახალი 55 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც მოიცავს 53 დელუქს ოთახს, 1 საოჯახო და 2 საპრეზიდენტო ოთახს. სასტუმროში არის სპა-აუზი, საკონფერენციო დარბაზები.

„ამასთანავე, ტერიტორიაზე ეწყობა ატრაქციების პარკი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს რეზორტს საოჯახო დასვენების კუთხით“,- აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები