დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქალაქური“ აშშ-ის ბაზარზე შედის

„ქალაქური“ აშშ-ის ბაზარზე შედის

08-11-2024 10:00:00

ჩირისა და თხილეულის მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“ აშშ-ში პირველ ექსპორტს განახორციელებს, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა მურად ღოღაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროდუქცია უკვე შეფუთულია და  მალე აშშ-ის ბაზარზე პირველი გადატვირთვა მოხდება.

 „აშშ-ში პირველ ექსპორტს ვიწყებთ. თავდაპირველად მცირე შეკვეთას ვასრულებთ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე შემდეგ საექსპორტო გადაზიდვების მოცულობა გაიზრდება. ჩვენი მიზანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. ამ დროისთვის მოლაპარაკება გვაქვს გერმანიასთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ამ წარმატებული პროექტების განხორციელება სახელმწიფოს დახმარებით მოხდა, რადგან ვიღებდით მონაწილეობას „აწარმოე საქართველოს“ და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ეგიდით გამოფენებში“, - განაცხადა მურად ღაღანიძემ. 

მისი თქმიით, პირველ ეტაპზე აშშ-ში შავი ქლიავისა და ხურმის ჩირს გაიტანენ. 

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების მიხედვით 60%-იანი ნიშა უკავია.

„ქალაქური“ ადგილობრივ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და დაახლოებით 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. კომპანია საწარმოს ფლობს წეროვანში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები