დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კახეთში შუხმანის შატოს ოფიციალურად მიენიჭა საერთაშორისო კურორტის სტატუსი - Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA

კახეთში შუხმანის შატოს ოფიციალურად მიენიჭა საერთაშორისო კურორტის სტატუსი - Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA

28-07-2023 18:38:51

კახეთში, თელავის რიონში სოფელ კისისხევში, 9 ჰექტარზე გაშენებულმა ღვინის ტურისტულმა კომპლექსმა, სადაც განთავსებულია სასტუმრო, ღვინის სოფელი ავთენტური შენების ვილებით, ღია და დახურული აუზები, საკონფერენციო სივრცე, ღვინის მარნები რესტორანი და ღვინის სპა, ჰოტელსტარის გაერთიანებამ ობიექტს მიანიჭა საერთაშორისო კურორტის სტატუსი და დააკვალიფიცირა როგორც 4 ვარსკვლავიანი რეზორტული ტიპის კომპლექსი. 

აღნიშნული სტატუსი საშუალებას იძლევა ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით შეფასდეს და მიენიჭოს ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს. 2022 წლიდან The Hotelstars Union-მა დაამუშავა და ჩაუშვა საქართველოს ქვე-საიტი მათ სადაც უკვე განთავსდნენ პირველი ქართული გავასკვლავიანებული სასტუმროები.

აღსანიშნავია რომ HOTREC და The Hotestars Union უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ.; აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის წევრები, გარდა ხარისხის ნიშნისა და მაღალი ნდობისა, ისარგებლებენ სხვადასხვა რეპუტაციულ ტურისტულ საძიებო არხებზე.

„მოხარულები ვართ და ჩვენი გუნდის დიდი შრომით და დამსახურებით, მოგვენიჭა ესოდენ საპასუხისმებლო მაღალი სტატუსი ჰოტელსტარის მიერ, და აღიარებულ ვიქენით, როგორც 4 ვარსკვალვიანი რეზორტული ტიპის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში. დავაკმაყოფილეთ არც თუ ისე მარტივი კრიტერიუმები და შეუერთით დიდ ევროპულ სასტურმოერბის და კურორტების ოჯახს, საიდანაც დიდი იმედი გვაქვს დიდი გამოხმაურება გვექნება. ახალი კურორტის სტატუსი გაზრდის ჩვენს ცნობადობას საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს შეუწყობს როგორც ბრენდი შუხმანის ასევე კახეთის რეგიონის განვითარებას“ განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა, შუხმან ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა. 

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები