„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი კახა შენგელია Business Insider Georgia-თან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” (IBSU) 49%-ის ყიდვას ადასტურებს და ამბობს, რომ უნივერსიტეტს „ჩაღლარის“ ქსელთან კავშირი აღარ ექნება.
Business Insider Georgia-თან შენგელია გარიგების დეტალებზე არ საუბრობს. კერძოდ აცხადებს, რომ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ამ ტრანზაქციაზე ისაუბრებს და ასევე იტყვის იმასაც თუ რა სიახლეები იქნება „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის მენეჯმენტში ცვლილებები არ იგეგმება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, უნივერსიტეტის 100%-იანი წილი “კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” (სეუ) რექტორმა გია კავთელიშვილმა იყიდეს.
კახა შენგელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 49%-იან წილს ფლობს გია კავთელიშვილი 51%-ს.
გარიგების ღირებულება $10 მილიონია.
მანამდე „შავი ზღვის საერთაშორსიო უნივერსიტეტს“ გერმანიაში რეგისტრირებული ამხანაგობა შიმშექი, ალთაში, აქინი, /გერმანია/ (40% ) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კონტროლი ( 60%) ფლობდნენ.
იგივე თემაზე:
უახლესი