დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კაკაოს მარცვლების მსოფლიო ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

კაკაოს მარცვლების მსოფლიო ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

28-02-2024 19:00:00

კაკაოს მარცვლების მსოფლიო ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა და ტონაზე 6,929 დოლარამდე გაიზარდა.  

ამის შესახებ სააგენტო Ecofin იტყობინება.

წლის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლებზე ფასი წლიურ ჭრილში 54,4%-ით გაიზარდა. ამრიგად, კაკაოს მარცვლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის ფასების ზრდის მხრივ მსოფლიო ლიდერი გახდა.

კაკაოს მარცვლებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად ფასი იზრდება, რაც კავშირშია განასა და კოტ-დ'ივუარში ცუდი მოსავლის შედეგად შექმნილ დეფიციტთან.

კაკაოს მარცვლის დეფიციტი წელს 350 ათას ტონად არის შეფასებული.

კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაციამ იანვარში განაცხადა, რომ კაკაოს მარცვლების დეფიციტის ტენდენცია, რომელიც მსოლიოში ორი წელია გრძელდება, 2024 წელსაც შენარჩუნდებოდა, ხოლო წითელ ზღვაში გადაზიდვის სირთულეები ხელს შეუწყობდა ამ ნედლეულზე უფრო მაღალი ფასების ტენდენციას. 

გასულ წელს კაკაოს მარცვლებზე საშუალო ფასი 38%-ით გაიზარდა. დეკემბრის ბოლოს პიკს მიაღწია და ტონაზე 4300 დოლარი შეადგინა. ICE Futures-ის მიხედვით, მას შემდეგ ამ ნედლეულის ღირებულება კიდევ 30%-ით გაძვირდა.

იგივე თემაზე: 

კაკაოს მარცვლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები