კაფე My Boba, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და მომხმარებელს ბურთულებიანი ჩაის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ასორტიმენტს აფართოებს.
Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თათია ნადირაშვილმა განუცხადა, რომ კაფეს ასორტიმენტს შემოდგომის დესერტის გემოები დაამატეს, რომელიც გაყიდვაში ნოემბრის ბოლომდე იქნება, თუმცა ამის გარდა ასორტიმენტს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიან.
„ეს არის „ბლუბერი მაფინი“, მეორეა „შემოდგომის ნამცხვარი“, ხოლო მესამე „გოგრის ნამცხვარი“. ნოემბრიდან კაფეს ასორტიმენტს დაემატება ჰარი პოტერის თემატიკის სასმელები“, - ამბობს მეწარმე.
მისი შეფასებით სექტემბერ-ოქტომბერში კაფეს გაყიდვები 25%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლის ჭრილში კომპანიამ წარმადობა და გაყიდვები გაორმაგდა.
კაფეს ასორტიმენტი როგორც ქართველ ისე უცხოელ მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს და კომპანიის გაყიდვები დაარსების დღიდან თითქმის სამჯერაა გაზრდილი.
„ბურთულებიანი ჩაი ჩამოგვაქვს ტაივანიდან. ეს არის განსხვავებული პროდუქტი სხვადასხვა არომატებით, რომელშიც ყრია ტოპინგი. ბურთულებიანი ჩაი (Bubble Tea) ქართული ბაზრისთვის, მეტ-ნაკლებად, სიახლეს წარმოადგენს. პირველად, 1980 წელს, ტაილანდში დაამზადეს. ტაპიოკას ბურთულებიანი ჩაის ეს ცივი კოქტეილი, სასუსნავსაც რომ მოაყოლებენ ხოლმე, აზიასა და ევროპაშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს“, - ამბობს My Boba-ს თანადამფუძნებელი.
ამ დროისათვის My Boba თბილისში ორი ფილიალით ვაკესა და საბურთალოზეა წარმოდგენილი.
ამ დროისათვის კაფე ორივე ფილიალში 13 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი