კაფე My Boba, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და მომხმარებელს ბურთულებიანი ჩაის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ასორტიმენტის გაფართოებასა და ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.
„My Boba ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა, განსხვავებული და გამორჩეული გემოებით კი, ბურთულებიანი ჩაის მოყვარულების გული მარტივად მოიგო. დღეს My Boba-ს თბილისში ორი ფილიალი აქვს, რომლებშიც 80 სახეობის ბურთულებიანი ჩაი, ჰონგკონგური ვაფლი და იაპონური ხემსი — ონიგირი შეგიძლიათ დააგემოვნოთ“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი თათია ნადირაშვილი.
მისი თქმით, კაფეს ასორტიმენტი როგორც ქართველ ისე უცხოელ მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს და კომპანიის გაყიდვები დაარსების დღიდან თითქმის სამჯერაა გაზრდილი.
„ბურთულებიანი ჩაი ჩამოგვაქვს ტაივანიდან. ეს არის განსხვავებული პროდუქტი სხვადასხვა არომატებით, რომელშიც ყრია ტოპინგი. ბურთულებიანი ჩაი (Bubble Tea) ქართული ბაზრისთვის, მეტ-ნაკლებად, სიახლეს წარმოადგენს. პირველად, 1980 წელს, ტაილანდში დაამზადეს. ტაპიოკას ბურთულებიანი ჩაის ეს ცივი კოქტეილი, სასუსნავსაც რომ მოაყოლებენ ხოლმე, აზიასა და ევროპაშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს“, - ამბობს My Boba-ს თანადამფუძნებელი.
ამ დროისათვის My Boba თბილისში ორი ფილიალით ვაკესა და საბურთალოზეა წარმოდგენილი.
„კომპანიის გაყიდვები გასამმაგდა, პეკინის ფილიალის დამატების შემდეგ დაგვემატა ახალი მომხმარებელი. ყველაზე გაყიდვადია „თაიგერ ბობა“ რომელიც ყავისფერ შაქარს შეიცავს და მოხატულია ვეფხვის პრინტით. მენიუს ვაფართოებთ და სექტემბრიდან ბურთულებიანი ჩაის ასორტიმენტში ახალო ტოპინგები და გემოები დაგვემატება.“, - ამბობს მეწარმე.
My Boba თბილისში მესამე ფილიალის დამატებას გეგმავს, ამ დროისათვის კაფე ორივე ფილიალში 13 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი