თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ ტურისტული სეზონის დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად ყველა პარამეტრით ზრდა ფიქსირდება.
,,საზღვაო სეზონის დასაწყისიდან ვხედავთ პრაქტიკულად მიზანმიმართულ კამპანიას პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალებისგან, რომელთა მთავარი მიზანია მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ საზღვაო ტურისტული სეზონის. მიზანმიმართული კამპანია გახლდათ შავი ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 10 დღეში ერთხელ ხდება შავი ზღვის წყლის გადამოწმება და დღემდე არსებული ყველა მონაცემებით წყალი არის შესაბამისობაში ყველა არსებულ მოთხოვნასთან, შესაბამისად არის უსაფრთხო“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით.
2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +17.3 % -ით. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა