ყაზბეგის მთების შუაგულში მდებარე სასტუმრო Suatis Resot Kazbegi ზაფხულის სეზონს სიახლეებით იწყებს. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმრო Suatis Resort Kazbegi-ის გენერალურმა მენეჯერმა ლევან ბარბაქაძემ განუცხადა, სასტუმროს სერვისს საცხენოსნო და კვადრატურები დაემატა.
„ეს პროექტი დავამუშავეთ და ჩვენს სტუმრებს ზაფხულის სეზონზე უკვე ახალ სერვისს - საცხენოსნო და კვადრო ტურებს ვთავაზობთ“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.
სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 40 ოთახია. ფუნქციონირებს ფინური საუნა, სავარჯიშო დარბაზი, ასევე რესტორანი, რომლის ხედებიც მთებზე იშლება.
Suatis Resort Kazbegi-ის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადების აქტივობასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვთ.
„სტუმრების მიღება მაისიდან დავიწყეთ. ივნისი მეტ-ნაკლებად იყო დატვირთული, ხოლო ივლისიდან ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და აგვისტო-სექტემბერიც დატვირთულია. ძირითადად დადასტურებული ჯავშნები გვაქვს ინდოეთიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, ევროპიდან - გერმანიიდან და ავსტრიიდან“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.
Suatis Resort Kazbegi-ი სერვისს კორპორაციულ სეგმენტსაც სთავაზობს.
„კომპანიებს საკონფერენციო დარბაზებს ვთავაზობთ. ღონისძიების ფარგლებში განსაზღვრულია საუზმე და სადილი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს სასტუმროს ტერიტორიაზე შენდება დახურული აუზი საუნითა და პანორამით. აუზით სარგებლობას სტუმრები მომავალ წელს შეძლებენ“ , - აცხადებს ლევან ბარბაქაძე.
სასტუმროში სტანდარტული ოთახის ფასი საუზმით ორ ადამიანზე 293 ლარია. Suatis Resort Kazbegi ზაფხულის სეზონზე 35 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
10 წუთის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა